ჟდანოვის თქმით, ვინც გუნდს ნავალნის სიკდვილზე მიაწვდის ინფორმაციას, €100 000-ს მიიღებს

ნავალნის გუნდი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მკვლელობის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-ს აწესებენ. ამის შესახებ ნავალნის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი წერს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.
პოლიტიკოსი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. ს სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
***