ჟან-ნოელ ბარო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების წინაპირობა უნდა იყოს, მოლაპარაკებები ბომბების ქვეშ არ შეიძლება წარიმართოს

რუსები მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებენ, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები ერთი მხარის მეორისადმი დამორჩილებას არ ნიშნავს, მათი წინაპირობა უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებების დასრულება,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მ ხუთი თვის წინ აჩვენა, რომ მზად იყო 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რითაც უპასუხა -ის წინადადებას. თუმცა, ს ფედერაციისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან.
„მაგრამ მოლაპარაკებების დროს ორივე მხარის პოზიციები და ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მოლაპარაკება არ ნიშნავს ერთი მხარის მიერ მეორისადმი დამორჩილებას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების წინაპირობა უნდა იყოს. მოლაპარაკებები ბომბების ქვეშ არ შეიძლება წარიმართოს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებისთანავე, მან თავის გუნდს სთხოვა, დაეწყოთ ახალ სანქციებზე მუშაობა, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.