ჟან-ნოელ ბარო – მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პუტინი უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღდგენის ამაო იმედზე

ში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ს პრეზიდენტი, უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღორძინების გეგმებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მოხარულები ვართ, რომ 1-ელ დეკემბერს პარიზში ვმასპინძლობთ უკრაინის პრეზიდენტ ს მოლაპარაკებებისთვის. მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ პუტინი უარს იტყვის საბჭოთა იმპერიის აღდგენის ამაო იმედზე, დაწყებული უკრაინის დაპყრობით. მხოლოდ უკრაინელებს ეკუთვნის“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, პუტინს აქვს მიზეზები იმისთვის, რომ სერიოზულად მოეკიდოს ჟენევის მოლაპარაკებების დროს უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მიღწეულ სამშვიდობო დოკუმენტს. კერძოდ, ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ პუტინის არმია ვერ აღწევს წარმატებას ბრძოლის ველზე.
მისივე თქმით, თუ ს ხელისუფლება არ დათანხმდება სამშვიდობო გეგმას და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, ისინი იძულებული იქნებიან, ევროკავშირის ახალი სანქციებისთვის მოემზადონ.

ასევე დაგაინტერესებთ