ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროპას რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100 პროცენტი ევროპიდან მოდის, თუმცა პარიზს რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს.
მისი თქმით, ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
„ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, ბაროს განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მშვიდობისკენ სწრაფვის რაიმე ნიშნები და ამას განსაკუთრებით ადასტურებს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ბილო დროს განხორციელებული თავდასხმები.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა