ჟაირ ბოლსონარუს, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის, თავისუფლების 27 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
BBC-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაადგინა, რომ ჟაირ ბოლსონარუ ხელმძღვანელობდა შეთქმულებას, რომელიც მიზნად ისახავდა მის ხელისუფლებაში დარჩენას მას შემდეგ, რაც მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან 2022 წლის წააგო. ბოლსონარო დამნაშავედ ცნეს ხუთ ბრალდებაში.
ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ოთხმა მოსამართლემ ცნო, ერთმა კი მის გამართლებას მისცა ხმა.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბოლსონარუს საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა 2033 წლამდე აუკრძალა.
ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატები სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვენ, თუმცა, განაჩენს ვერ გაასაჩივრებენ, რადგან ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ მას ხუთიდან ორი მოსამართლე გაამართლებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო