პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ – ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი

პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის კავშირი, რომელიც ჩვენ მარტივი სიტყვის „კომუნიკაციის“ საშუალებით აღვადგინეთ და ბევრი იტყვის, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან პუტინი ცუდი ადამიანია. მე პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ. რთული ვითარებაა, ეს ომია“, – განაცხადა უიტკოფმა.
მისი თქმით, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეორე შეხვედრის დროს, მას პუტინმა დონალდ ტრამპის პორტრეტი გადასცა, რომელიც მისი შეკვეთით რუსმა მხატვარმა დახატა.
„პორტრეტი მე გადმომცა და მთხოვა პრეზიდენტისთვის გადამეცა. ასევე, ისტორია მომიყვა იმის შესახებ, რომ როდესაც პრეზიდენტს ესროლეს, ის ადგილობრივ ეკლესიაში წავიდა, თავის მღვდელს შეხვდა და პრეზიდენტისთვის ილოცა. არა იმის გამო, რომ ის -ის პრეზიდენტი იყო ან შეიძლებოდა გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ის მისი მეგობარია და მეგობრისთვის ილოცა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…