ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაზეა. მისი თქმით, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიღწევადია,
ვგეგმავ პუტინთან ტერიტორიების საკითხის განხილვას, თუმცა საბოლოო სიტყვა ამ მხრივ უკრაინაზეა. რაღაც გამოვა. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევები ძალას ჰმატებს, თუმცა, რეალურად, ეს მას ზიანს აყენებს. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კიევსა და ევროპაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად ითვლება, რეალურად მიღწევადია. დიახ, შესაძლოა ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდეს უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ არა ნატოს ფორმატში, – განაცადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი ალასკისკენ უკვე გაფრინდა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
