პუტინს სურდა უკრაინელი ხალხის დემორალიზება. ნაცვლად ამისა, მან საკუთარი ჯარისკაცების დემორალიზება მოახდინა, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას | ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ დახმარება გაგრძელდება:
“ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა 37 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ეს კოალიცია ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. მ უკვე დაიბრუნა ნახევარზე მეტი იმ ტერიტორიისა, რომელიც რუსეთმა თებერვლის შემდეგ მიიტაცა და რუსული სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად დასუსტდა. პუტინს სურდა უკრაინელი ხალხის დემორალიზება. ნაცვლად ამისა, მან საკუთარი ჯარისკაცების დემორალიზება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა ბრძოლის ველზე მეტი წარმატება იყოს.” აღნიშნა -ის თავდაცვის მდივანმა.
უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც შტატებში პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით იმყოფება. ზელენსკი დღეს სიტყვით კონგრესს მიმართავს.