„პუტინს სიურპრიზები ელის“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ 2024 წელს, სთან გაჩაღებულ ომში, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სიურპრიზები“ ელის.
„უნდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ 2024 წელს უკრაინელი ხალხის ერთობასა და სიმტკიცეში. დარწმუნებული ვარ – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ახლა დაცვას ამაგრებს, პუტინს ბრძოლის ველზე სიურპრიზები ელის, უკრაინა კი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს კიევში ვიზიტით მყოფ ნულანდს „ერ-ბე-კა უკრაინა“.
ნულანდი უკრაინის დედაქალაქს 31 იანვარს ეწვია. ეს მისი მეორე ვიზიტი იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ვიზიტის დროს მას ასევე ჰკითხეს -ის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე – ამჟამად ს დახმარება აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელთა დიდი ნაწილის ოპოზიციის გამო ვერ ხერხდება. ნულანდმა თქვა, რომ დარწმუნებულია დახმარების გამოყოფაში.
„მათ [ამერიკელებს] ესმით, რა მოხდება, თუ ვერ შეძლებთ არათუ გადარჩენას… ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს გაგება აისახება კონგრესის მიერ პრეზიდენტ ბაიდენის [დახმარების გამოყოფის თხოვნაზე] ხმის მიცემაში“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?