“პუტინს სიტყვაზე ვერ ვენდობით” – CIA-ის ცნობით, ირანი რუსეთს სადაზვერვო დახმარებას სთხოვს

CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფიAl Drago/Bloomberg via Getty Images18 მარტს კონგრესის მოსმენაზე -ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ირანი რუსეთს, ჩინეთსა და სხვა -ს მოწინააღმდეგეებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ს სამხედრო ობიექტების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთხოვს .
რეტკლიფის კომენტარები მედიაში გავრცელებულ არაერთ ცნობას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის მიმდინარე საერთო სამხედრო მოქმედებების დროს, მოსკოვმა თეირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ობიექტების, მათ შორის გემებისა და თვითმფრინავების, მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რუსეთმა ეს ცნობები უარყო.
მედიაში ცნობების გავრცელების შემდეგ, აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანისთვის რაიმე სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უარყო.
“ჩვენ შეგვიძლია დავუჯეროთ მათ სიტყვას” – განაცხადა უიტკოფმა მაშინ.
როდესაც სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე უიტკოფის განცხადებაზე ჰკითხეს, რატკლიფმა განსხვავებული შეფასება გააკეთა:
“არა, მე ვლადიმირ პუტინის სიტყვას არ ვენდობი”.
რატკლიფმა დაადასტურა, რომ ირანი ცდილობს მიიღოს სადაზვერვო დახმარება რუსეთისგან და სხვა ქვეყნებისგან, თუმცა საჯაროდ არ დააკონკრეტა, მიაწოდა თუ არა მოსკოვმა ირანს მოთხოვნილი ინფორმაცია.