პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს – დოლანდ ტუსკი

ვლადიმერ პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს, მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, წუხელ ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმამ დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია უკრაინის მიმართ რეალურ მხარდაჭერას ვერ შეცვლის.
„პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს. გუშინ ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ამ ომში, დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის მთელი დასავლეთისგან უკრაინის მიმართ ნამდვილ მხარდაჭერას. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, – წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინს პარასკევს, ორი წლის განმავლობაში პირველად, ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, მ სატელეფონო საუბარი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ზარმა ძირი გამოუთხარა პუტინის იზოლაციის მცდელობებს და “პანდორას ყუთი” გახსნა.
წყარო: interpressnews