„პუტინს პასუხისმგებლობა ეკისრება ნავალნის სიკვდილისთვის“ – ჯო ბაიდენი

ვაშინგტონის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს ს პრეზიდენტი დაადანაშაულა ს ოპოზიციის ლიდერის ს სიკვდილში.
“არ შეცდეთ, პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. ეს პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა ნავალნი, რუსეთის ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს,
“მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
-ის პრეზიდენტმა ნავალნის უწოდა „სიმართლის ძლიერი ხმა”, რომელიც” გაბედულად აღუდგა წინ პუტინის კორუმპირებულ მთავრობას”.
მანამდე -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ს სიკვდილზე „რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“. CNN-ის თანახმად, ბლინკენმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, რომლებიც მას გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვიზიტისას ახლდნენ თან.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია