პუტინს კრემლში ასადი ესტუმრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს კრემლში შეხვდა თავის მოკავშირეს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.
კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე პუტინმა ასადს უთხრა, რომ აინტერესებს მისი აზრი რეგიონში სიტუაციის განვითარებაზე, რომელსაც გამწვავების ტენდენცია ახასიათებს და ეს პირდაპირ ეხება სირიასაც.
ასადის განცხადებით, ათწლეულებია სირია-ს ურთიერთობები ნდობით აღსავსეა, რაც ორი ქვეყნის ხალხთა სიმწიფის მაჩვენებელიცაა. ასადის თანახმად, ევრაზიის რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პუტინთან დღევანდელი შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პროცესების და შესაძლო პერსპექტივებისა და სცენარების განსახილველად.
ბაშარ ასადი, რომლის რეჟიმის მმართველობა უკავშირდება სირიაში რეპრესიებსა და სამოქალაქო ომს, მოსკოვში წინა ვიზიტით 2023 წლის მარტში იმყოფებოდა. რუსეთი ასადის რეჟიმს აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სირია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
ასადის რეჟიმს აღიარებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორიის – ს და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.