პუტინს ევროპის არ ეშინია, მას -ის ეშინია – ტრამპი

მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია – მას ამერიკის შეერთებული შტატების ეშინია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, – ამის შესახებ თქვა -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპა იცვლება. ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს.
“ევროპის შიში არ არსებობს, იცით, ევროპა ჩამორჩა და ევროპაზე ეს ჯეი დი [ვენსმა] ძალიან მკაცრად თქვა… არ ვიცი, ამის გამო მან დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ ჩემგან კრიტიკა არ ყოფილა.
ევროპა სხვა ადგილია. ევროპა იცვლება. ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს. მე მიყვარს ევროპა,” – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.