პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ბაიდენი ურჩევნია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს ურჩევნია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს არჩევნებში, ვიდრე დონალდ ტრამპმა. პუტინის თქმით, ბაიდენი ტრამპზე მეტად გამოცდილი და პროგნოზირებადია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას.
პუტინმა ეს კომენტარი 14 თებერვალს ს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო ს შესახებ ისაუბრა, რომელშიც ბაიდენი, სავარაუდოდ, ტრამპს დაუპირისპირება. არჩევნებს ფონად გასდევს რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა და ღრმა უთანხმოება ამერიკის შიგნით იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი ს რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გასამარჯვებლად.
„ბაიდენი, ის უფრო გამოცდილი, უფრო პროგნოზირებადია, ის ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, – თქვა პუტინმა კითხვაზე, რომელი კანდიდატი იქნებოდა უკეთესი რუსეთისთვის. ”მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ შეერთებული შტატების ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა”.
პუტინისგან ეს ბაიდენის იშვიათი ქება იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენი პუტინის მკაცრი კრიტიკოსია. ოთხშაბათს ღამით გამართულ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ტრამპმა, მოიწონა პუტინის კრიტიკა და თქვა: „პუტინი ჩემი ფანი არ არის“.