პუტინსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ფაქტს სომხეთის პრეზიდენტის პრესცენტრი ადასტურებს.
საუბრის მთავარი თემა პუტინის გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტი იყო.
„უახლოეს მომავალში მხარეები სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან” – აცხადებს სომხეთის მინისტრთა კაბინეტი.
5 დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტი, ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს “არაფორმალურ გარემოში” შეხვდა.