პუტინმა 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა, სტუმრებს შორის არ იყვნენ ბჟანია და გაგლოევი

დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია.
აღლუმი ჩაიბარა ს არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „გამარჯვების დღეს“ უწოდა „ჭეშმარიტად სახალხო, წმინდა დღესასწაული“.
სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ს, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის და ლაოსის პრეზიდენტები. მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული ს და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი.
ისინი მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწრნენ 2020 წელს, როცა რუსეთმა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნა. მას შემდეგ რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მართავდა ან უცხო სახელმწიფოების ლიდერების მიწვევის გარეშე, ან დსთ-ის ქვეყნების მეთაურების მონაწილეობით. მათ შორის 2023 წელს იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ც.
ფორუმი