პუტინმა 2024 წლის საშემოდგომო სამხედრო გაწვევის ჩატარების განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბერ-დეკემბრის სამხედრო გაწვევის ჩატარება სამხედრო სამსახურის ერთიანი რეესტრისა და ელექტრონული უწყებების გამოყენებით. ამის შესახებ ნათქვამია მის მითითებებში.

პუტინის განკარგულებით, გაწვევაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ს ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრ მაქსუტ შადაევს.

ამ ორმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს კომისარიატში გამოცხადების გარეშე მოქალაქეების აყვანა სამხედრო აღრიცხვაზე, ასევე უნდა მოამზადოს და ადრესატებს დაუგზავნოს ელექტრონული შეტყობინებები.
2023 წლის აპრილში პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს ელექტრონული შეტყობინებების შემოღებისა და სამხედრო სამსახურის ერთიანი რეესტრის შესახებ. კანონის შესაბამისად, ელექტრონული შეტყობინება რუსეთში უკვე ტრადიციულს გაუთანაბრდა.

უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება გამოძახებების რეესტრში მისი განთავსების მომენტიდან შვიდი დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, წაიკითხა თუ არა იგი ადრესატმა, ხოლო კომპანიების მენეჯმენტი ვალდებული იქნება გამოძახებები გადასცეს სამხედრო ვალდებულებს. სამხედრო კომისარიატში სამხედრო ვალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

ვარაუდობდნენ, რომ ელექტრონული რეესტრი რუსეთში 2023 წლის ბოლოსთვის ამოქმედდებოდა.
რუსეთში ამჟამად მიმდინარეობს საშემოდგომო გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გასულ წელს გაწვევა მობილიზაციის გამო გადაიდო. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ სამხედრო უწყებისთვის იოლი არ იქნებოდა ერთდროულად ორი გაწვევის ორგანიზება – წვევამდელებისა და მობილიზებულების, ამიტომ, ბევრის აზრით, საშემოდგომო გაწვევის დასრულებამდე მობილიზაციის ახალი ტალღის ალბათობა დაბალია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალწვეულებს ფრონტზე არ გაგზავნიან. თუმცა მიმდინარე წლიდან ახალწვეულებს თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება ეძლევათ სამხედრო სამსახურის პირველივე დღიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის