პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება | სუნაკი

არასოდეს იქნება მარტო. პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით დღეს, ხვალ და რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა კიევში, ვოლოდიმრი ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომით უკრაინა იცავს თავს და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას.
“თქვენი თავისუფლების სურვილმა შთააგონა და შეეხო ბრიტანელ ხალხს. ხოლო ჩვენი, მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აქ არ გაჩერდება… სწორედ ამის გამო გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ომის დაწყების დღიდან“, – ხაზგასმით აღნიშნა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა და რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებას, ასევე გამოცხადდა უკრაინის დახმარების ახალი, მასშტაბური პაკეტი.