პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაშვებად ე.წ. იაროსლავლელი სატანისტების წევრი შეიწყალა

რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ შეწყალებულ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს შორის ე.წ. იაროსლავლელი სატანისტების დაჯგუფების წევრი, ნიკოლაი ოგოლობიაკიც მოხვდა. მას დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად 4 მოზარდის რიტუალური მკვლელობის ბრალდებით 2010 წელს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
33 წლის ოგოლობიაკის მამამ გამოცემა 76.ru-ს დაუდასტურა, რომ მისი ვაჟი უკრაინის წინააღმდეგ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობის შემდეგ შეიწყალეს. მისი თქმით, ოგობლიაკი ში ნახევარი წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფ Шторм Z-ში იბრძოდა, შემდეგ კი მძიმედ დაიჭრა და 2 ნოემბერს დაბრუნდა.
ნიკოლაი ოგოლობიაკის ციხიდან გამოსვლის შესახებ ცნობა თავდაპირველად 18 ნოემბერს გამოცემა Московский комсомолец-მა გაავრცელა. გამოცემა ქალაქ იაროსლავლის მაცხოვრებლებს ეყრდნობოდა, რომლებმაც “შავებში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი” ზავოლჟსკის რაიონში არაერთხელ შეამჩნიეს. მათი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მუდმივად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამავდროულად, როგორც მაცხოვრებლებმა გაიხსენეს, ოგოლობიაკი მათ უყვებოდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა და ფრონტზე ნახევარი წელი გაატარა.
უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად პატიმრების დაქირავების გზას კამპანიის პირველ ეტაპზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მიმართავდა. მოგვიანებით კი პატიმრებისთვის ს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ქვედანაყოფი Шторм Z შეიქმნა.