პუტინმა “უკრაინაში არსებული სიტუაცია” ინდოეთის პრემიერთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტი, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ტელეფონით ესაუბრა, სადაც “ში არსებული სიტუაცია განიხილეს”.
პუტინთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა თქვა, რომ პუტინთან სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ.
“პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის ს მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, – წერს Twitter-ზე ინდოეთის პრემიერმინისტრი.
პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.