რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.
“უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ დონეცკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები – აქვე, ყურადღებას ვამახვილებ, რომ: საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა.
როგორც კი კიევი განაცხადებს, რომ მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს უარს NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე – ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმ წუთშივე გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ”, – თქვა მან.