პუტინმა უარი თქვა აშშ-ს მიერ შედგენილი 22-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხილვაზე – FT

გამოცემა Financial Times საკითხზე ინფორმირებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ხუთშაბათს, 15 მაისს, რუსმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, უთხრეს, რომ პუტინს არ სურდა 22-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების განხილვა, რომელიც უიტკოფმა უკრაინულ და ევროპულ მხარეებთან საუბრების შემდეგ შეადგინა.
წყაროების მიხედვით, აღნიშნული 22-პუნქტიანი გეგმა მომდევნო დღეებში დეტალურად განიხილეს უკრაინელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა. უკრაინულ მხარეს ზელენსკის აპარატის უფროსი, ანდრიი იერმაკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი წარმოადგენდნენ, ხოლო -ს მხარის შემადგენლობაში სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ში ტრამპის წარმომადგენელი, კით კელოგი იყვნენ.
Financial Times-ის ცნობით, პუტინის უარის შედეგად, უიტკოფმა, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული ს პრეზიდენტს ოთხჯერ შეხვდა მოლაპარაკებებისთვის, პუტინთან ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადადო. თუმცა, უიტკოფთან დაახლოებულმა პირმა თქვა, რომ მოსკოვში არანაირი მგზავრობა არ იგეგმებოდა.
ცნობისთვის, 18 მაისს კელოგმა X-ზე დაწერა, რომ სტამბოლში ამერიკულმა მხარემ “მტკიცე სამშვიდობო გეგმა” წარადგინა, რომელიც ლონდონში გამართული შეხვედრების შემდეგ იყო შედგენილი. კელოგის თქმით, 22-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას გულისხმობს.
ვრცლად: tabula.ge