პუტინმა ტრამპს საჯაროდ მიულოცა პრეზიდენტად არჩევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპს -ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.
პუტინმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას ამერიკელი პრეზიდენტების შესახებ ვალდაის ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ მათ ყველას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სხვანაირად ისინი ვერ დაიკავებდნენ “მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს” ხელმძღვანელის პოსტს.
ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს. “ადამიანი თავს ავლენს არაჩვეულებრივ პირობებში. და მან აქ გამოავლინა თავი”, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი