პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ პუტინმა სოჭში „ვალდაის კლუბის“ ყოველწლიურ კონფერენციაზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც პუტინი ამბობს, ტრამპთან სასაუბროდ მზადაა. პუტინის თქმით, გამარჯვების შემდეგ მას ტრამპთან ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ტელეფონს აიღებდა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დაურეკავდა.
„არ მგონია, რომ ჩემთვის სამარცხვინო იყოს მასთან დარეკვა. მე უბრალოდ არ ვაკეთებ ამას, რადგან დასავლური სახელმწიფოების ლიდერები თითქმის ყოველ კვირას მირეკავდნენ რაღაც ეტაპზე, შემდეგ კი მოულოდნელად შეწყვიტეს. არ უნდათ, ნუ უნდათ… როგორც ხედავთ, ჩვენ ცოცხლები ვართ და კარგად ვართ, ვვითარდებით, წინ მივდივართ…
თუ რომელიმე მათგანს სურს კონტაქტის განახლება, მე ყოველთვის ვამბობდი და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა – ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, გთხოვთ, განვაახლოთ კონტაქტები და განვაგრძოთ დისკუსიები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კითხვაზე, მზადაა თუ არა ტრამპთან დისკუსიისთვის, პუტინმა უპასუხა, რომ მზადაა.
ფოტო:Jorge Silva/Reuters