პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა თავდასხმას ბელგოროდზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა თავდასხმას ბელგოროდზე, რომელიც 30 დეკემბერს მოხდა. ეს პუტინმა განაცხადა მოსკოვთან ახლოს, იმ ჰოსპიტალში ყოფნისას, სადაც რუს სამხედროებს მკურნალობენ.
პუტინის თქმით, ბელგოროდზე იერიში განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან, რომელიც განურჩეველი იარაღია და ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა სამოქალაქო მოსახლეობაზე. “ის, რაც ბელგოროდში მოხდა – ცხადია ტერორისტული აქტია” – განაცხადა მან.
პუტინის თქმით, რუსეთს დარტყმები მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე მიაქვს – და ის ზე თავდასხმებს გააძლიერებს.
უკრაინის ტერიტორია 29 დეკემბერს დაექვემდებარა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ს მხრიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, დაიჭრა ათობით პირი.
30 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ბელგოროდის ცენტრზე, დაიღუპა 24 ადამიანი, დაიჭრა 108.
იმავე დღეს რუსეთის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვს, დაშავდა 20 ადამიანი. დაჭრილებს შორის არის ბრიტანეთის მოქალაქე, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, რომელიც იქ გერმანელ ჟურნალისტებს ახლდა თან.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ