პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას მინიმუმ 5 წელი აპირებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ს ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს, – ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების სიგნალების შესახებ ცნობები შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან იყოს დაკავშირებული.
„პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო ს წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, – ნათქვამია სტატიაში.