რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო. ინფორმაციას The Moscow Times ორ რუს ოფიციალურ პირზე და კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანელმა უსაფრთხოების კონსულტანტმა, ჯეიდ მილერმა პუტინის 2024 წლის 9 მაისის აღლუმზე გამოსვლის ვიდეოკადრებით დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ნამდვილად ეცვა.