პუტინმა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში ახალი წარმომადგენელი დანიშნა

ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის ქვეყნებთან, საქართველოსთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ნიკოლაი უდოვიჩენკო დანიშნა.
ის ასევე ხელმძღვანელობს ს დელეგაციას კასპიის ზღვის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში. 63 წლის ნიკოლაი უდოვიჩენკო მანამდე იყო რუსეთის ელჩი ყირგიზეთში.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ სახელმწიფოებთან — დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილეებთან. მას დაეკისროს აგრეთვე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ვალდებულებები ს რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“, — ნათქვამია პუტინის ბრძანებაში.
მანამდე ამ თანამდებობას იკავებდა მიხაილ პეტრაკოვი, რომელიც აგვისტოში ავსტრალიაში რუსეთის ელჩად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი დელიმიტირებული არ არის. რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს — აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. მოსკოვი პერიოდულად მოუწოდებს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან საზღვრის დადგენისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“