პუტინმა სასაზღვრო საკითხებში, ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა – მათ შორის საქართველოსთანაც

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით, ს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა, დსთ-ს მოსაზღვრე ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან და ოკუპირებულ – აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მოსაზღვრე სახელმწიფოებთან – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან, ასევე დაეკისროს მას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები ს რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, უდოვიჩენკო დაინიშნა კასპიის ზღვის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად.
მანამდე ორივე თანამდებობას მიხაილ პეტრაკოვი იკავებდა, რომელიც აგვისტოში ავსტრალიაში რუსეთის ელჩად დაინიშნა.
2018 წლიდან გასული წლის ივნისამდე 63 წლის უდოვიჩენკო ყირგიზეთში რუსეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ნიგერიაში რუსეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან 2013 წლამდე ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტში მუშაობდა.
ფორუმი