პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ რეჟიმში მისცა

ს მოქმედმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ რეჟიმში მისცა.

როგორც TASS წერს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ ხმის მიცემა პირველად გამოიყენება.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო დღეს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება.

არჩევნები ქვეყანაში არეულობის ფონზე მიმდინარეობს – როგორც ცნობილია, 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ს ბატალიონმა“.

ამასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ „ს რეჟიმი რუსი ხალხის დაშინებას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას ცდილობს“.

რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეჭრას ქვეყნის პრეზიდენტი  გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გზით, კიევი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის ჩაშლას და ხალხის დაშინებას ცდილობს.

„როგორც ცნობილია, დღეს ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციის შესაბამისად, დაიწყო პრეზიდენტის არჩევნები. ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზნითა და იმისთვის, რომ უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში მაინც დააშინონ ხალხი, კიევის ნეონაცისტური რეჟიმი ცდილობს სისრულეში მოიყვანოს მთელი რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული მოქმედებების ჩანაფიქრი.

ამ, სამხედრო თვალსაზრისით აზრს მოკლებული და ჰუმანიტარული კუთხით დანაშაულებრივი მოქმედებების მიზანია, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შეშლა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამას კიდევ უფრო დიდი ერთიანობით უპასუხებს.

ვისი შეშინება გადაწყვიტეს? რუსი ხალხის? რუსეთის მრავალეროვანი ხალხის?“, – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს ოპერატიულ შეხვედრაზე.