პუტინმა საკუთარ ეროვნებათშორის ურთიერთობათა საბჭოში ქართული დიასპორის პრეზიდენტი დაამატა

ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ეროვნებათშორის ურთიერთობათა საბჭოში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე გააწევრიანა. შესაბამისი განკარგულება 4 ოქტომერს გამოქვეყნდა.
აქამდე რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ცეცხლაძე გაერთიანებას 2021 წლიდან უძღვება.
აგვისტოში პუტინისტი ცეცხლაძე ს ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შესულ ქართველ მოხალისეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. “მე პირადად ჩამოვალ კურსკში და წინ აღვუდგები ტყვიებს, რომლებსაც რუსების წინააღმდეგ ისვრით,” – ამბობდა ცეცხლაძე.
ცეცხლაძე გასულ თვეებში ქართული ოცნების პოლიტიკასაც აქებდა.