პუტინმა საკუთარ ერთაშორის ურთიერთობათა საბჭოში “ქართული დიასპორის” ხელმძღვანელი შეიყვანა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში “ქართული დიასპორის” ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.
შესაბამის ბრძანებაში ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს, 4 ოქტომბერს მოაწერა – ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს.
“საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს დავით ცეცხლაძე – საზოგადოებრივი ორგანიზაციის “რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის” პრეზიდენტი”, – ნათქვამია ბრძანებაში.