პუტინმა რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება ს ფედერაციასა და ს შორის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნაზე. ამის შესახებ პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირზე განაცხადა:
„მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას“.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ „აქტიურად მიმდინარეობს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა. ამასთან, ისევ მივაპყრობ ყურადღებას, რომ ახლავე, ცხადია, კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უნდა ვიმუშაოტ, რომ აღვადგინოთ და თავიდან ავაშენოთ ყველაფერი, რაც დანგრეულია“. პუტინის განცხადებით, აქტუალურია „ტერიტორიების განნაღმვა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ბოევიკების მიერ დატოვებული აუფეთქებელი ჭურვები, ნაღმების, იარაღის საცავების ლიკვიდაცია“.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მხარეს ბრალს სდებს იმაში, რომ „როგორც წესი, მოწინააღმდეგე ირჩევს სამიზნეებს, რომლებსაც, როგორც წესი, არ გააჩნია სამხედრო დანიშნულება: მშვიდობიან ობიექტებს, ადამიანების სახლებს. …იღუპებიან და იჭრებიან ქალებიც და ბავშვებიც“.
რუსეთის სახელმწიფო მედია წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი 20 მაისს კურსკის ოლქში იმყოფებოდა და რომ ის იქ პირველად ჩავიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან რეგიონის სრულად გათავისუფლების“ შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა სმ 21 მაისის ვიდეომიმართვაში განაცხადა:
„ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში – ეს არის ჩვენს მიერ აქტიური და ეფექტიანი დაცვა სუმის ოლქის, ხარკოვის ოლქის. აგვისტოში კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა – 63 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილი მხოლოდ იმ არეალში. ჩვენმა ძალებმა მოახერხეს აგრეთვე მნიშვნელოვნად შეევსოთ გაცვლის ფონდი უკრაინისთვის. რაც მეტი საბრძოლო მოქმედება ხორციელდება მტრის ტერიტორიაზე, ეს მეტად იცავს ჩვენს ხალხს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წლის აგვისტოში სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის დაწყების მიზნად დაასახელა საზღვრის პირას მდებარე თავისი ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა. უკრაინა აგრეთვე ლეგიტიმურ სამიზნეებად თვლის რუსეთის ტერიტორიაზე იმ ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება