პუტინმა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის 170 000-ით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის 170 ათასით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობის თითქმის 170 ათასით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
კრემლის ინფორმაციით, ახლა მათი საერთო საშტატო რაოდენობა 2 209 130 იქნება.
პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა