პუტინმა რამდენიმე ჩრდილოკავკასიელ ოფიცერს მიანიჭა გენერლის წოდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უმაღლესი ოფიცრის, გენერლის წოდება მიანიჭა ს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სხვა ძალოვანი უწყებების ოფიცრებს. საერთო ჯამში, სიაში 60-ზე მეტი ოფიცერია. მათ შორის არიან ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრნი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სთან ომში. შესაბამისი განკარგულება „სამართლებრივი აქტების“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კერძოდ, პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა ჩეჩნეთში მცხოვრებ სუხრაბ ახმედოვს. ის ცნობილია იმით, რომ 2023 წლის ივნისში სამხედროებს უბრძანა, გამწკრივებულიყვნენ ლუგანსკის რეგიონის კრემენაიას ტერიტორიაზე და დალოდებოდნენ მის მიმართვას. საბოლოო ჯამში, სუხრაბ ახმედოვმა სამხედროები ორი საათის განმავლობაში ალოდინა, ვიდრე მათ უკრაინის არმიამ HIMARS-ის რაკეტა არ ესროლა. ამის შესახებ იუწყება უკრაინული გამოცემა New Voice.
გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა შარიპ დელიმხანოვს, „როსგვარდიის“ ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსს და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ძმას, რომელიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“, საქმიანობის კოორდინაციას.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი, ქალაქ მარიუპოლის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა კადიროველთა შეტევას ქარხანა „აზოვსტალზე“.

2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

გენერალ-ლეიტენანტი გახდა ასევე ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი რუსლან კანტემიროვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ჩრდილო-დასავლეთის ოლქის მეთაურის მოადგილე. 2022 წლის ნოემბერში რუსლან კანტემიროვმა არხანგელსკში მედლები და ორდენები გადასცა უკრაინასთან ომში “გამორჩეულ” მონაწილეებს.