პუტინმა მოახლოებული ახალი წელი მიულოცა ნატოს წევრი ორი ქვეყნის ლიდერებს

კრემლმა შაბათს გამოაქვეყნა იმ უცხოელ ლიდერთა სია, რომლებსაც ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დამდეგი 2024 წელი და შობა მიულოცა. იმათ შორის, ვისაც მოლოცვა გაეგზავნა, ისევე როგორც შარშან, თითქმის არ არიან ე.წ. არამეგობრული ქვეყნების ხელმძღვანელები – იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთთან ომში ს უჭერენ მხარს. გამონაკლისს წარმოადგენს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი . უნგრეთი შედის როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში, მაგრამ მას თავის მოკავშირეებთან შედარებით განსხვავებული პოზიცია უკავია უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. ამავე დროს ორბანი დასავლეთის ერთადერთი ლიდერია, რომელიც პუტინს შეხვდა მიმავალ წელს.
რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა ასევე ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. იმათ შორის, ვინც მილოცვა მიიღო, არის ასევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი. არც თურქეთი და არც სერბეთი არ მიერთებიან სანქციებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.
სამივემ – ორბანმა, ვუჩიჩმა და ერდოანმა – მილოცვა მიიღეს შარშანაც, როცა პუტინმა პირველად არ მიულოცა დღესასწაული დასავლელ ლიდერებს. შარშანდელთან შედარებით წელს პუტინმა მიულოცა ასევე რომის პაპს ფრანცისკეს. პაპმა არაერთხელ დაგმო უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი და ლოცულობდა ამ ქვეყნის ხალხისთვის, მაგრამ მას რუსეთისთვის პირდაპირ არ დაუდია ბრალი აგრესიაში და არ გაუკრიტიკებია პუტინი.
სხვა ლიდერებს შორის, რომლებსაც პუტინმა მიულოცა, არიან დსთ-ს ქვეყნების ლიდერები (მოლდოვის გარდა), ბრიკსის (ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბრაზილიის) ლიდერები, ასევე რამდენიმე ნეიტრალური სახელმწიფოს ან იმ ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს. ამასთან, მათ შორის არ არიან ნახსენები ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის ხელმძღვანელები, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ რუსეთის მხარდაჭერას.
„გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა უცხოეთის სახელმწიფოებისა და მთავრობათა ზოგიერთ ყოფილ ლიდერს, კერძოდ, რობერტ ქოჩარიანს, ნურსულთან ნაზარბაევს, სერჟ სარქისიანს, ნიკოლა სარკოზის, გერჰარდ შრიოდერს,“ ნათქვამია განცხადებაში. შარშან პუტინს არ მიულოცავს სარკოზისთვის.
2022 წლის დადგომა, როცა ჯერ არ იყო დაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, პუტინმა მიულოცა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის -ის ლიდერებსაც. 2019 წელს კი პუტინმა ახალი წელი მიულოცა უკრაინის პრეზიდენტ საც – პირველად და უკანასკნელად 2014 წლის შემდეგ.