პუტინმა მთავრობას შესთავაზა რუსეთიდან ურანის, ტიტანის და სხვა პროდუქტების ექსპორტის აკრძალვაზე იფიქრონ

ვლადიმერ პუტინმა მთავრობას შესთავაზა დან ურანის, ტიტანის და სხვა პროდუქტების ექსპორტის აკრძალვაზე იფიქრონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენთვის მთელი რიგი საქონლის მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ იქნებ ჩვენც ვიფიქროთ გარკვეულ შეზღუდვებზე – ურანი, ტიტანი, ნიკელი“, – აღნიშნა პუტინმა პრემიერ-მინისტრ მიშუსტინისადმი მიმართვაში.

მისი თქმით, შეზღუდვები ისეთი უნდა იყოს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ზიანი არ მიაყენოს.

„ზოგადად, თუ ეს არ გვაზიანებს, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ – არ ვამბობ, რომ ეს ხვალ უნდა გავაკეთოთ – ვიფიქროთ გარკვეულ შეზღუდვებზე უცხოურ ბაზარზე მიწოდებაზე არა მხოლოდ იმ საქონლის, რომელიც მე დავასახელე, არამედ ზოგიერთ სხვა მათგანზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი ლიდერია რიგი სტრატეგიული ტიპის ნედლეულის მარაგებში: ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების თითქმის 22%, ოქროს – თითქმის 23%, ალმასის – თითქმის 55%.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას