პუტინმა ლუკაშენკას მიულოცა „დამაჯერებელი გამარჯვება“

მილოცვა დღეს, 27 იანვარს კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
პუტინის თანახმად, ლუკაშენკას „დამაჯერებელი გამარჯვება“ ცხადყოფს მის „მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტს“ და ბელარუსის სახელმწიფო კურსისადმი „მოსახლეობის უდავო მხარდაჭერას“.
პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკასთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და უახლოეს ხანში მას მოსკოვში ელოდება.
ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი, ოფიციალური მონაცემებით, 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 86,82%-ით. კენჭს კიდევ ოთხი კანდიდატი იყრიდა.
ბელარუსის დღევანდელი ავტორიტარი მეთაური ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტი პირველად 1994 წელს გახდა
ლუკაშენკას რეჟიმის მიერ დევნილი ოპოზიციის წარმომადგენლები ან ემიგრაციაში არიან, ან საპატიმროებში. ბელარუსში შეზღუდულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის