პუტინმა ლავროვს იუბილე რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დააჯილდოვა რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით – წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ორდენით.
პუტინის განკარგულება დღეს, 21 მარტს გამოქვეყნდა. 21 მარტს ლავროვს 75 წელი შეუსრულდა.
პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისა და რეალიზაციის და მრავალწლიანი ნაყოფიერი სახელმწიფო მოღვაწეობისთვის“.
სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლის მარტიდან. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის და ანექსიის გამართლება კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებით და კონფრონტაცია დასავლეთთან.
ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა