პუტინმა ლავროვს იუბილე ს უმაღლესი სახელმწიფო ორდენით მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯილდოვა ს უმაღლესი სახელმწიფო ორდენით – წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ორდენით.
პუტინის განკარგულება დღეს, 21 მარტს გამოქვეყნდა. 21 მარტს ლავროვს 75 წელი შეუსრულდა.
პუტინმა ლავროვი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაშე გამორჩეული დამსახურების, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებისა და რეალიზაციის და მრავალწლიანი ნაყოფიერი სახელმწიფო მოღვაწეობისთვის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია 2004 წლის მარტიდან. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის და ანექსიის გამართლება კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებით და კონფრონტაცია დასავლეთთან.
ლავროვი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა