პუტინმა კრემლში მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც საჯარო იყო, განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „აბსოლუტურად არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და არანაირი გამართლება არ აქვს“.
პუტინის თქმით, ს პოზიცია მკაფიოდ ასახულია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ივნისს გაავრცელა. ამ განცხადებით მოსკოვმა დაგმო ირანის ბირთვულ ობიექტებზე -ის შეტევა და აგრესიის შეწყვეტა და სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ ფარგლებში დაბრუნება მოითხოვა.
„ტასს“ მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებიც, რომ ირანს და რუსეთს აქვთ ძალიან ახლო და კეთილი ურთიერთობა, რომელმაც ბოლო წლებში სტრატეგიული ხასიათი შეიძინა. აბას არაღჩიმ ვლადიმირ პუტინს გადასცა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის კეთილი სურვილები.
21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
მანამდე, 13 ივნისიდან ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ს არმიამ. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით არაერთი შეტევა მიიტანა.
და ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც