პუტინმა თავისი ნათესავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნად დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ბიძაშვილის შვილი ანა ცივილიოვა დანიშნა თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო მდივან – მოადგილედ.
ადრე ცივილიოვა მხოლოდ მინისტრის მოადგილე იყო. ეს თანამდებობა მან დაიკავა ივნისში, როცა მინისტრის პოსტზე ანდრეი შოიგუ შეცვალა ანდრეი ბელოუსოვმა.
სამინისტროში ცივილიოვა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და საბინაო უზრუნველყოფის, ასევე ში ომის მონაწილეთა მხარდაჭერის სახელმწიფო ფონდთან – „სამშობლოს დამცველები“ ურთიერთობის საკითხებს ხელმძღვანელობს.
ცივილიოვას მიმართ დაწესებულია ევროკავშირის სანქციები. მისი ქმარი, სერგეი ცივილიოვი მაისამდე კემეროვოს ოლქის გუბერნატორი იყო. ახლა ის ს „მინენერგოს“ ხელმძღვანელია.
თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი სახელმწიფო მდივანი (Статс-секретарь) ჰყავს. ამ თანამდებობაზე მყოფთა ამოცანაა სახელმწიფო ორგანოებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
სახელმწიფო მდივნის თანამდებობა რუსეთის სხვა სამინისტროებშიც არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ