პუტინმა და მოდიმ უკრაინის საკითხი განიხილეს და ერთმანეთს არჩევნებში წარმატება უსურვეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, უკრაინის საკითხი განიხილეს და მომავალ არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ორმა ლიდერმა, „გამოთქვა ინტერესი ურთიერთსასარგებლო ორმხრივი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე“. საუბარი ასევე შეეხო “ში არსებული ვითარების“ საკითხს, – ნათქვამია ორშაბათს, 15 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამავე განცხადების მიხედვით, პუტინმა და მოდიმ წარმატებები უსურვეს ერთმანეთს, ინდოეთში დაგეგმილ საპარლამენტო და რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთმა მოსკოვთან თავისი ტრადიციულად მეგობრული კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, დელი ახლო კავშირს ინარჩუნებს დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის – შეერთებულ შტატებთან. ამ ფონზე, ზოგჯერ, ინდოეთი უკრაინაში მოსკოვის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს