პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში.
დოკუმენტს ხელი მინსკში 6 დეკემბერს, საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ მოეწერა.
მანამდე პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება “განსაზღვრავს მოკავშირეთა ორმხრივ ვალდებულებებს, უზრუნველყონ თავდაცვა და ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით, დაიცვან სა და ბელარუსის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონსტიტუციური წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა და საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვარი”. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ ყველა საშუალებაში იგულისხმება რუსული ტაქტიკურ ბირთვული იარაღი.
შეხვედრის შედეგების თანახმად, ლუკაშენკომ პუტინს ბელარუსის ტერიტორიაზე “ორეშნიკის” ბალისტიკური სარაკეტო სისტემის განთავსებაც სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2025 წლის მეორე ნახევარში”. ჩვენი წინასწარი გათვლებით, ამ დროისთვის, ჩვენ ავაწყობთ მათ სერიულ წარმოებას”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს მზადყოფნაში “ორეშნიკის” ტიპის რამდენიმე რაკეტა. მთლიანობაში კი რუსეთი, პუტინის თქმით, 10-ჯერ მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ქვეყნები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ეს იყო პასუხი წინა დღის მოვლენებზე, როდესაც მ შორი რადიუსის ამერიკული და ბრიტანულ-ფრანგული რაკეტებით დაარტყა რუსეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას