პუტინმა გასცა “თანამემამულეთა რეპატრიაციის” ზომების შემუშავების ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, შემუშავდეს წინადადებები “თანამემამულეთა რეპატრიაციაზე, უცხო, მათ შორის არამეგობრული ქვეყნებიდან უკანონო დეპორტაციის შემთხვევისთვის”.
გარდა ამისა, პუტინმა გასცა დავალება, შემუშავდეს წინადადებები “მუდმივად უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველსაყოფად”.
ს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტთან მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭომ იდეები 2024 წლის 1 ივლისს უნდა წარმოადგინონ.
რუსეთის ხელისუფლება “თანამემამულეებს” უწოდებს უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და რუსული წარმომავლობის პირებს.
პუტინი ახლახან აცხადებდა, რომ ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ლატვიიდან დეპორტაცია, მიემართება რუსეთის უსაფრთხოების საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს