პუტინმა გააძლიერა ძალისხმევა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციისთვის საინფორმაციო პირობების შესაქმნელად | ISW

ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აანალიზებს ს პრეზიდენტის განცხადებებს მის ბოლო ანგარიშში. 16 იანვარს პუტინმა თქვა, რომ უკრაინის მშვიდობის ფორმულა არის “მცდელობა, წაგვახალისოს, უარი თქვათ იმ მიღწევებზე, რაც ჩვენ მივიღეთ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში”.
“მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია”, – დასძინა მან.
ISW წერს, რომ პუტინი აგრძელებდა იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული სთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკით და რომ რუსეთის მაქსიმალისტური მიზნები უკრაინაში, რაც უკრაინის და დასავლური კაპიტულაციის ტოლფასია, უცვლელი რჩება.
პუტინმა ასევე თქვა ფრაზა: “რაც ხდება ახლა ლატვიაში, ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებში, როცა რუსი ხალხი უბრალოდ კორდონის გარეთაა გაძევებული,ეს არის ძალიან სერიოზული რამ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე”.
მან ისაუბრა ლატვიის ხელისუფლების გეგმებზე რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ, რომლებმაც დადგენილ ვადაში ახალი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით არ მიმართა ქვეყანას.
ISW ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებით გააძლიერა კრემლის დიდი ხნის მცდელობა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ სამომავლო ესკალაციისთვის საინფორმაციო პირობების შექმნაზე, სავარაუდოდ, როგორც ნატოს დასუსტების მისი ფართო ძალისხმევის ნაწილი.
“ISW-ს არ დაუნახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთის თავდასხმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გარდაუვალია ან სავარაუდოა, მაგრამ პუტინი შესაძლოა აყალიბებს საინფორმაციო პირობებს რუსეთის მომავალი აგრესიული ქმედებებისთვის საზღვარგარეთ თავისი “თანამემამულეების” დაცვის საბაბით”, – ნათქვამია ანგარისში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინი ცოტა ხნის წინ დაემუქრა ფინეთს და კვლავ გაიმეორა მსოფლმხედველობა რომელიც აჩვენებს, რომ ის აგრძელებს ნატოს ალიანსში ცვლილებებისკენ სწრაფვას, რაც მისი დაშლის ტოლფასია.