პუტინმა ბიშკეკში ილაპარაკა თანამედროვე რუსული იარაღის მიერ „დამტკიცებულ ეფექტიანობაზე”

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შესთავაზა რუსული იარაღითა და ტექნიკით ამ ორგანიზაციის კოლექტიური ძალების აღჭურვის „მასშტაბური პროგრამის“ დაწყება.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების: ს, ბელარუსის, ს, ყაზახეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები დღეს, 27 ნოემბერს ს დედაქალაქ ბიშკეკში შეიკრიბნენ ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა ყირგიზეთია. 2026 წელს თავმჯდომარეობას რუსეთი ჩაიბარებს.
პუტინმა რუსეთის, როგორც თავმჯდომარის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ ორგანიზაციის სამხედრო პოტენციალის განმტკიცების მიზნით. პუტინის თქმით, თანამედროვე რუსულმა იარაღმა და ტექნიკამ „ეფექტიანობა დაამტკიცა რეალური სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას“, ამიტომ რუსეთი მოკავშირეებს სთავაზობს ამ იარაღითა და ტექნიკით კოლექტიური ძალების აღჭურვის „მასშტაბური პროგრამის გაშვებას“.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საავიაციო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაც.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. მის სტრუქტურაში არსებობს ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები. კონტინგენტი წევრი ქვეყნების საერთო ჯამში, 20 ათასზე მეტი სამხედროთია დაკომპლექტებული.
2024 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა შეაჩერა სომხეთმა. მანამდე ერევანმა ეს ორგანიზაცია დაადანაშაულა ურთიერთდახმარების ვალდებულების დარღვევაში, როცა სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას სომხეთის ტერიტორიაზეც გადავიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე – ქვეყანაზე არ არსებობს საფუძველი, რითაც უნდა დავისაჯო, რას ვაკეთებდი 63 წლის კაცი? – ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?