პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების დუშანბეში შეხვედრის დროს, პუტინმა აღიარა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ესროლა.
“რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ პირდაპირ არ დაარტყა AZAL-ის თვითმფრინავს, არამედ რამდენიმე მეტრში აფეთქდა” – ამის შესახებ პუტინმა ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, – იუწყება РБК.
პუტინის თქმით, ავიაკატასტროფა ნაწილობრივ იმითაც იყო გამოწვეული, რომ იმ მომენტში ცაში უკრაინული დრონები დაფრინავდნენ.
მან ასევე თქვა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა არა უშუალოდ საბრძოლო ელემენტებით, არამედ, სავარაუდოდ, მათი ნამსხვრევებით.
2024 წლის 25 დეკემბერს AZAL-ის ავიაკომპანიის Embraer E190, რომელიც აზერბაიჯანისკენ მიფრინავდა, აქტაუში ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი, 29 კი გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
1 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გამოაქვეყნა რუსი საჰაერო თავდაცვის კაპიტნის განმარტებითი წერილი, სადაც ის აღიარებდა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანებას.
აღნიშნული ავიაკატასტროფის გამო ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ამ დრომდე დაძაბულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება