პუტინმა „აფხაზეთს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დღეს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.
1993 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვაში.
მანამდე პუტინმა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარება“ არ მოულოცა.
სოხუმში დღეს სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლების მოჰაჯირების სანაპიროზე კონცერტითა და ფეიერვერკებით დასრულდება.
· საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გააუქმეს.
· ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარებენ ერთმანეთის “დამოუკიდებლობას”, მათ “დამოუკიდებლობას” ცნობს მოლდოვის არაღიარებული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი. არსებობა შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელიც ასევე აღიარებდა საქართველოს ორი ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა